ტაილანდში, სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად 17-მდე ადამიანი დაიღუპა

ტაილანდში, ჯარისკაციმა ქალაქ ნახონ რატჩასიმას სავაჭრო ცენტრში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 17-მდე ადამიანი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, 32 წლის კაპრალმა ჯაკრაპანტ ტომამ ცეცხლი თავდაპირველად თავის სამხედრო ნაწილში გახსნა. მან მეთაური და კიდევ 2 ადამიანი მოკლა, რის შემდეგაც სამხედრო ავტომობილი გაიტაცა და ქალაქის ცენტრში მივიდა, სადაც სროლა გამვლელების მიმართულებით დაიწყო.

თავდამსხმელი ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.