ქართველი კინორეჟისორი გიორგი შენგელაია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

  82 წლის ასაკში ქართველი კინორეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი გიორგი შენგელაია გარდაიცვალა.

გიორგი შენგელაია 1937 წლის 11 მაისს დაიბადა. დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1962 წლიდან  კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ მუშაობდა.

პირველი ფილმი „ალავერდობა” (1963)  გურამ რჩეულიშვილის ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით გადაიღო, 1969 წელს კი შექმნა მხატვარ ნიკო ფიროსმანის შესახებ ფილმი „ფიროსმანი“.

კინორეჟისორის ეკუთვნის ასევე, „მაცი ხვიტია” (1966), მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“ და ფილმი „ხარება და გოგია” (1987).

ამასთან, გიორგი შენგელაიამ 2000 წელს გადაიღო ფილმი „სიყვარული ვენახში“, 2005 წელს კი „მიდიოდა მატარებელი“.