“საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლის. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ინება საქართველო ყოფილიყო წილხვედრი. ეს ღვთის განგებაა. შემთხვევითი არ არის, რომ ის სენი, რომელიც მთელ მსოფლიოს მოედო საქართველოში არ არის. მადლობა და დიდება უფალს,” – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
ილია მეორემ მართლმადიდებლებს მირქმის დღესასწაული მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენთან არს ღმერთი. გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, მირქმას. ეს არის იმდენად დიდი დღესასწაული, რომ წმინდა მამები ამბობენ, აღდგომის ტოლია. აღდგომა, სულიერი აღდგომა მოგმადლოთ უფალმა. დღეს არის შეხვედრა ძველი და ახალი აღთქმის. დღეს არის შეხვედრა და განახლება ერისა. წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა იყოს თქვენთან. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ღმერთმა ინებოს, რომ მომზადებული შევხვდეთ მაცხოვრის მეორედ მოსვლას,” – ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.









