ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 636-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის კომისა იუწყება. გაზრდილია ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი . ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 31,161 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ასევე, კორონავირუსმა ჩინეთის საზღვრებს გარეთ, ტაილანდსა და ჰონგ-კონგში 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სულ მცირე 25 ქვეყანაში ვისურით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა.
კორონავირუსი სასუნთქი გზების ინფექციას, სუნთქვის გართულებას და მაღალ სიცხეს იწვევს. ჯერ-ჯერობით, ვირუსთან საბრძოლველად ვაქცინა ან წამალი არ არსებობს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რისკი კვლავ დაბალია. მისივე თქმით, ქვეყანაში ამ დრომდე ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.