ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ საქასრიას ავტომაგისტრალზე დასაქმებულებმა მუშაობა შეწყვიტეს. დასაქმებულები ობიექტზე ჩინელი მოქალაქეების შეყვანას აპროტესტებენ.
მუშების განცხადებით, ათამდე ჩინელი ობიექტზე გუშინ შეიყვანეს და ადგილზე კარანტინი ისე გამოაცხადეს, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო. მაგისტრალზე დასაქმებულები ჩინელების გაყვანას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მუშაობის გაგრძელებაზე უარს ამბობენ.
როგორც დასაქმებულები ამბობენ, ადგილზე მყოფი სხვა ჩინელებიც ეუბნებიან, რომ იზოლირებულ ტერიტორიას არ მიუახლოვდნენ, რადგან საშიშია.
როგორც ცნობილი ხდება, მიმდინარეობს მუშაობა და შვიდ ჩინელს ბორითში ცენტრალურ ოფისში იზოლირებულ ობიექტზე გადაიყვანენ.
კომმპანიის ცნობით,ჩამოსულები დღეში სამედიცინო შემოწმებას რამდენჯერმე გადიან და მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვთ. რაც შეეხება ობიექტზე მიყვანას,მისი თქმით, ჩინელი მუშები ადგილზე დროებით მიიყვანეს, რადგან ბორითში საიზოლაციო სამუშაოები დასრულებული არ იყო და დღეს მათი გადაყვანა მოხდება.
ცნობისთვის, მაგისტრალზე სამუშაოებს ჩინეთის გზებისა და ხიდების კომპანია აწარმოებს.