ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა გორის შესასვლელთან მოხდა, რა დროსაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილში კიდევ მამაკაცი და ორი ბავშვი იმყოფებოდა. ისინი ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სარეკლამო ბანერის ბოძს შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 267-ე მუხლით დაიწყო.









