ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60 წლამდე მამაკაცი დაიღუპა-შემთხვევა ქობულეთში მოხდა 

გავრცელებული ინფორმაციით,მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.