ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 80 წლის ქალს დასუფთავების სამსახურის მანქანა დაეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი პოლიციას თვითონ ჩაბარდა.
შსს-ს ცნობით ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 276 -ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.









