ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 80 წლის ქალს დასუფთავების სამსახურის მანქანა დაეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი პოლიციას თვითონ ჩაბარდა. 

შსს-ს ცნობით ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიება  „სისხლის სამართლის კოდექსის” 276 -ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.