ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა – შემთხვევა თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, „ჰონდა ფიტის“ მარკის ავტომანქანა ბარათაშვილის ხიდზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც პანდუსიდან ხიდის ქვეშ გამავალ გზაზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ფოტო inp.ge