ალეკო ცინცაძის საჯარო ლექცია თემაზე – “ქართული ჰემატრია”

რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრისა და საინიციატივო ჯგუფის “იმპულსის” მხარდაჭერით,  რუსთავში ენათმეცნიერისა და მკვლევარის ალეკო ცინცაძის საჯარო ლექცია ტარდება.

ლექციის თემაა “ქართული ჰემატრია”, რომელიც  საქართველოს ისტორიითა და ქართული ასომთავრული ანბანის წარმომავლობით დაინტერესებული რუსთაველებისთვის იმართება.