დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ირანის 3 მოქალაქისთვის ჩატარებული კვლევის პასუხები კორონავირუსზე უარყოფითია.
„ირანიდან ჩამოსულ მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ. ისინი გადაიყვანეს ინფექციურ კლინიკაში, რადგან, არსებული ინფორმაციით, ირანში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაცია უარესდება. გვიან ღამევე ჩაუტარდათ ტესტი გრიპოზულ ვირუსებზე, პასუხი უარყოფითი იყო. ჩატარებული აქვთ კლინიკური კვლევები და დილით უკვე ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნა ნაცხები კორონავირუსულ ინფექციაზე, ასევე მოლეკულური კვლევები სხვადასხვა რესპირაციულ ვირუსებზე. ნახევარი საათის წინ ცნობილი გახდა, რომ პასუხი კორონავირუსის თაობაზე უარყოფითია. არის ადენოვურუსული და რინოვირუსული ინფექცია, რაც საშიში არ არის.”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ირანის მოქალაქე სამი პაციენტი, დედა და ორი შვილი თბილისის ინფექციურ საავამდყოფოში გუშინ შეიყვანეს.