არასრულწლოვნებმა მაღაზია გაძარცვეს -შემთხვევა ახალციხის სოფელ აწყურში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, წინააღმდეგობის გაწევის დროს, მცირე დაზიანებები მიიღო ობიექტის მეპატრონემ.
როგორც ცნობილი ხდება მოზარდებმა მაღაზია ნიღბებით დილის საათებში გაძარცვეს და მეპატრონეს თავის არეში სასწორი ჩაარტყეს. დამნაშავეებმა მაღაზიიდან სიგარეტის წაღება შეძლეს.
შსს-ს ცნობით, მაღაზიის ძარცვის ბრალდებით ორი პირი სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის ორი ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით ძარცვას გულისხმობს.







