არასრულწლოვნებმა სოლარიუმი გაქურდეს

თბილისში უცნობმა პირებმა სოლარიუმი გაქურდეს. როგორც ცნობილი ხდება წაღებულია თანხა და სათვალთვალო კამერის მეხსიერების ბარათი. 

სავარაუდო დამნაშავეები არასრულწლოვნები არიან. სამართალდამცველებმა ქუჩაში არსებული ვიდეო ჩანაწერები ამოიღეს, სადაც დანაშაულის ჩამდენი ორი პირი ფიქსირდება.

გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.