ქალმა ქმარს და არასრულწლოვან შვილებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილების თანამშრომლებმა არასრულწლოვანი შვილებისა და მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით, მოლდოვის მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული პირი თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ  არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ქალმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქმარს და არასრულწლოვან შვილებს. ბრალდებული  ოჯახის წევრებზე  სისტემატიურად ძალადობდა. 

სამინისტროს ცნობით, დანაშაული ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით, წინასწარი შეცნობით ორი ან მეტი არასრულწლოვნის და ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.