პარლამენტის შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. აქტივისტები ყოფილი გენერალური პროკურორის და ახლა გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებენ.
აქტივისტებმა პარლამენტის შესასვლელთან დადგმულ ჯებირზე პლაკატები და სიმბოლურად ფეხსაცმელები დაამაგრეს,რაც მათი განცხადებით, ირაკლი შოთაძის მიერ გაყალბებული საქმეების სიმბოლოა.
საკანონმდებლო ორგანოსთან სამოქალაქო აქტივისტებსა და დაცვის სამსახურის თანამშრომლებს შორის შეხლა-შემოხლაც მოხდა.
როგორც ცნობილი ხდება, დაპირისპირება პარლამენტთან მას შემდეგ დაიწყო,რაც ერთ-ერთმა აქტივისტმა პარლამენტში შესვლა სცადა.
„ბიძინას ბოსტანია თუ ზოოპარკია, განმარტეთ მაინც რატომ არ გვიშვებთ“, – მიმართეს აქტივისტებმა დაცვის სამსახურის თანამშრომლებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.
სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტში შესვლას ითხოვენ.მათი განცხადებით, სახელებზე საშვებია დაშვებული, სამართალდამცველები კი შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.