აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირების მერვე შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც მასაჩუსეტსის შტატის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვირუსი უხანიდან ბოსტონში დაბრუნებულ მამაკაცს დაუდგინდა. ამჟამად პაციენტი იზოლირებულია.
მედიკოსების ცნობით, იდენტიფიცირებულია ყველა ის ადამიანი, ვისთანაც მამაკაცს ახლო კონტაქტი ჰქონდა და მათზე მონიტორინგი მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ამ დრომდე ამერიკის სხვადსხვა შტატში კორონავირუსით დაინფიცირების 7 შემთხვევა იყო გამოვლენილი. მასაჩუსეტსის შტატში მამაკაცისთვის კორონავირუსის დადგენის შედეგად კი აშშ-ის მასშტაბით ვირუსის გამოვლენის მე-8 ფაქტი დაფიქსირდა.