ახალშობილის გაყიდვის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ერთ-ერთი ბრალდებული პირის ადვოკატი აცხადებს , გინეკოლოგმა ბესარიონ ღარიბაშვილმა მასთან კონსულტაციაზე მისულ ახალგაზრდა ქალს ირმა მაისურაძეს აბორტის გაკეთება გადააფიქრებინა და ბავშვის გაშვილებაზე დაითანხმა.
ადვოკატის ინფორმაციით, 31 იანვარს ირმა მაისურაძე სხვა გინეკოლოგმა, ამშობიარა. ჯავახაძის განცხადებით, საქმეში გინეკოლოგების გარდა, ჩართული იყო კიდევ ოთხი ქალი.
აღნიშნულ საქმეში ადვოკატი ლევან ჯავახაძე ერთ-ერთი შუამავლის ლაირა გრიგოლიას ინტერესებს იცავს.
საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, განხორციელებული ახალშობილის გაყიდვის შემდეგ, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული შვიდივე პირი დააკავა, ხოლო, ახალშობილი დროებით მეთვალყურეობაში გადასცა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკიგნის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე 2 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 14-დან 17-წლამდე ვადით.
წყარო:Ipn