უცხოური მედიის ინფორმაციით,უხანში 17 დღის ბავშვი, რომელსაც კორონავირუსი დაბადებისას დაუდგინდა, მკურნალობის გარეშე სრულად გამოჯანმრთელდა.
ახალშობილი ჩინეთში ვირუსისგან გამოჯანმრთელებული ყველაზე პატარა პაციენტია. როგორც ცნობილი ხდება, ახალშობილი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
პატარა პაციენტი უხანის ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებაში დაბადებიდან მალევე გადაიყვანეს, რადგანაც ახალშობილის დაავადება მსუბუქად მიმდინარეობდა, ექიმებმა გადაწყვიტეს,მისთვის ანტიბიოტიკი არ მიეცათ და საშუალება მიეცათ პაციენტისთვის, ვირუსს თავად გამკლავებოდა.
პარასკევს ჩატარებულმა ანალიზებმა აჩვენა, რომ ბავშვი უკვე სრულიად ჯანმრთელი იყო.