ბაღის მშენებლობა რუსთავში – მერი მოსახლეობას შეხვდა (+ფოტო)

 რუსთავში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობა მაიაკოვსკის, ოსტროვსკისა და დავით გარეჯის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება. 

დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, რუსთავის მერი ,ირაკლი ტაბაღუა მოსახლეობას შეხვდა.

ქალაქის პირველმა პირმა, ადგილობრივებს სააღმზრდელო დაწესებულების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა . აღსანიშნავია,რომ სკოლამდელი განათლების დაწესებულების ადგილმდებარეობა მოქალაქეების ჩართულობით გადაწყდა. 

ახალი საბავშვო ბაღი რუსთავში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით აშენდება,იგეგმება ეზოს კეთილმოწყობაც, რისთვისაც ჯამში 1 მილიონ 600 ათასი ლარია გამოყოფილი.

საბავშვო ბაღი 150-160 აღსაზრდელზეა გათვალისწინებული.

ბაღის მშენებლობისთვის ტენდერი სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გამოცხადდება.