რუსთავში, ლეონიძის 28-ში, მე-6 სართულზე, ბინაში ცეცხლი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ლეიბს გაუჩნდა.
როგორც ცნობილია, ცეცხლმოკიდებული ლეიბი აივნიდან გადმოაგდეს და მეხანძრეებმა ხანძარის ლიკვიდირება მე-2 სართულზე მოახდინეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია 2 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, პოლიციის ორი ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.