სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 33 წლის მამაკაცს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ოთახში ,მეორე შემთხვევაში სათონეში, 6 წლის გოგოებზე სექსუალურად იძალადა.
როგორც ცნობილი ხდება ერთ-ერთი დაზარალებული ბრალდებულის დისშვილია, მეორე კი მეზობელი.
პოლიციას მეზობელმა მიმართა.