ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი მერიის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ დისველის, მამხუტის, ქვემო არქევანის, ზემო არქევანისა და ხატავეთის მოსახლეობას შეხვდა.
მოსახლეობასთან შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ მიმდინარე წელს, სოფელ დისველში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდება. ასევე, სოფლებში: მამხუტში, ქვემო და ზემო არქევანში გარე განათების ქსელი მოეწყობა, ხოლო სოფელ ხატავეთში სასაფლაომდე მისასვლელი გზა მოწესრიგდება.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი.
მუნიციპალიტეტი პროექტების განსახორციელებლად 100%-იანი თანადაფინანსების ვალდებულებას იღებს. ჯამში კი წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ამ პროგრამის ფარგლებში, 1 428 000 ლარი დაიხარჯება.