ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილია 2 619 ადამიანი, ინფიცირებულთა რაოდენობა 79 360-ია .
ვირუსისგან მსოფლო მასშტაბით 24 963 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
გუშინ ღამით ჩინეთში კორონავირუსით ორი ექიმი გარდაიცვალა. ერთი ექიმი ჰუბეის პროვინციიდნა იყო. ჰუანგ ვენჟუნი 42 წლის იყო. საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქამია, რომ ექიმს ვირუსი ერთ-ერთი პაციენტისგან გადაედო. მეორე ექიმი კი ჰაინანის პროვინციაში გარდაიცვალა. ის 55 წლის იყო. გავრცელბული ინფორმაციით, ექიმი ვირუსს 18 იანვირის შემდეგ ებრძოდა.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი სამი შემთხვევა დაფიქსირდა ქუვეითში . ინფორმაციას ადგლიობრივი მედია ავრცელებს.
ყველა ინფიცირებული ქუვეითში ირანის ქალაქ მეშხედიდან ჩავიდა.
ქუვეითის ხელისუფლების ცნობით, ერთ-ერთი დაავადებული 53 წლის ქუვეითის მოქალაქეა, მეორე 61 წლის საუდის არაბეთის მოქალაქე, ხოლო მესამე, 21 წლის პაციენტის მოქალაქეობა ჯერ დაუდგენელია.
ხელისუფლების ცნობით, ინფიცირებულები ექიმების დაკვირვების ქვეშ არიან.