ახალგაზრდა ქალი, რომელიც განქორწინებისთვის სამოქალაქო რეესტრში მივიდა სავარაუდოდ, ქმარმა მოკლა – შემთხვევა სამტრედიაში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი სამოქალაქო რეესტრის შენობაში იმყოფებოდა, რა დროსაც მისი მეუღლე მივიდა და ყელი გამოჭრა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.