გარემოს დაცვის სამინისტრომ სოკოს საწარმოს სასამართლოში უჩივლა

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სოკოს საწარმოს სასამართლოში უჩივლა.

 tv4-ის ინფორმაციით, უწყებამ სამართლებრივი დავა საწარმოს წინააღმდეგ კომპოსტის უკანონო წარმოებასთან დაკავშირებით დაიწყო.

  შეგახსენებთ,რომ ნარჩენების განთავსების და სეპარირების წესის დარღვევის ამსახველი ვიდეო-მასალა გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტს tv4-ის საინფორმაციო სამსახურმა მიაწოდა,რის გამოც საწარმო პირველ ეტაპზე სამი მუხლით დაჯარიმდა.

შეგახსენებთ, სოკოს საწარმოს ადმინისტრაციას კომპოსტის ცეხის რუსთავიდან მოშორებით გადატანასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ჯერ კიდევ არ მიუმართავს.

უწყებაში აცხადებენ, რომ თუ სოკოს საწარმოს მენეჯმენტს შესაბამისი ნებართვა არ ექნება, კომპოსტის ცეხის  გადატანას ვერ შეძლებენ. ნებართვის მისაღებად “თეთრი ქუდის” წარმომადგენლებმა სამინისტროს უნდა მიმართონ და შესაბამისი პროცედურები გაიარონ.