გარდაბნის რაიონში, გაჩინანის გზაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. Tv4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ადგილზე მუშაობა დაასრულეს.
გარდაბნის რაიონში, გაჩიანის გზაზე ცეცხლი ბუნებრივი აირის მილს გაუჩნდა. საავტომობილო გზაზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და ავტომობილების მძღოლებს მოძრაობის უფლება გარკვეული დროით შეზღუდული ჰქონდათ.
ადგილზე ერთი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.