რუსეთი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში, რომელიც თბილისში 2020 წლის მაისში უნდა გაიმართოს, მონაწილეობას მიიღებს- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც გამოცემა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე გრიგორი კარასინზე დაყრდნობით წერს, დელეგაციის შემადგენლობა ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა 14-15 მაისს გაიმართება.