გრიპის ვირუსი-დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს რეკომენდაციით მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ვირუსების პრევენციის მიზნით, მშობლებს რეკომენდაციას აძლევს. მისი რეკომენდაციით, იმ შემთხვევაში თუ ბავშვს ტემპერატურა ექნება, სკოლაში არ გაუშვან. როგორც  გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სკოლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ქვეყანაში გრიპის სეზონია და ჰიგიენის ნორმები მაქსიმალურად დაიცვან.

ამირან გამყრელიძე რეკომენდაციით მიმართავს მოქალაქეებს და ურჩევს, ვირუსების თავიდან ასაცილებლად, საჭირო აცრები ჩაიტარონ.

„სკოლებმა გრიპის სეზონი უნდა გაითვალისწინონ. ქვეყანაში რესპირაციული ინფექციების სეზონია და ყველა სკოლამ, სააღმზრდელო დაწესებულებამ უნდა გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა – ბავშვებისთვის სუფთა გარემოს შექმნა, ხელების ხშირად დაბანა, სკოლები ხშირად განიავდეს, ხშირად მოხდეს დალაგება სველი წესით, ჰქონდეთ საპონი და ინფექციის კონტროლის საშუალება. თუ ბავშვს ტემპერატურა აქვს, მშობლებმა ის სკოლაში არ უნდა გაუშვან, ექიმთან წაიყვანონ“,-დასძინა გამყრელიძემ.