დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დიდი ქალაქებს რეკომენდაციით მიმართავს. დღეს გამართულ ბრიფინგზე ცენტრის ხელმძღვანელმა ,ამირან გამყრელიძემ დიდი ქალაქების მერებს მიმართა და მოუწოდა,რომ კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების გავრცელებისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გარკვეული სარეკლამო ადგილების დათმობა მოხდეს .
ამასთან ,გამრელიძემ მოწოდება გააკეთა,სამედიცინო, სასწავლო, სავაჭრო და ყველა იმ დაწესებულების ხელმძღვანელობის მიმართ, სადაც საზოგადოების თავშეყრა ხდება.
შესაბამის პირებს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ვირუსთან დაკავშირებით ,ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობის რეკომენდაცია მისცა და მოუწოდა, შესაძლებლობების ფარგლებში, კონკრეტულ ადგილებში ჰიგიენური ნორმები დაიცვან.