დავით მუმლაძის მკვლელობა -რუსთავის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს

  რუსთავის საქალაქო სასამართლოში დავით მუმლაძის თავისუფლების აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის საქმეზე 6 პირის: ზურაბ ჯღარკავა, გიორგი ასათიანი, დავით მიროტაძე, მიხეილ ღუბიანური, დიმიტრი დუღაშვილი, გიორგი გეთაშვილი წინააღმდეგ წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

 სხდომაზე სასამართლო დაცვის მხარის წარდგენილი მტიცებულებების დასაშვებლობაზე მსჯელობენ. სასამართლო პროცესს მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი უძღვება.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ბრალდებულთა წინააღმდეგ საკუთარი მტკიცებულებები უკვე წარადგინა და საქმეში ბრალდებულად იდენტიფიცირებული 6 პირის აღკვეთის ღონისძიების დატოვების შუამდგომლობა დააყენა. მოსამართლემ სახელმწიფო ბრალმდებელის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პირები პატიმრობაში დატოვა.