რუსთავის საქალაქო სასამართლოს დავით მუმლაძის თავისუფლების აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის საქმე არსებითი განხილვისთვის გადაეცა. წინასასამართლო სხდომას მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი უძღვებოდა.
სასამართლო სხდომაზე დაცვისა და ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მოსამართლემ დასაშვებად ცნო. სხდომაზე ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფთა მიმართ სიხლის სამართლის დევნის შეწყვეტის შუამდგომლობა დააყენეს, რაც მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა არ დააკმაყოფილა.
ამასთან,წინასასამართლო სხდომაზე, ცნობილი გახდა, რომ ექვსივე ბრალდებულმა და მათმა ადვოკატებმა ნაფიცმსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადეს,რის გამოც, მოსამართლემ საქმის არსებითი განხილვა დანიშნა.
საქმის არსებითი განხილვა 18 თებერვალს ჩაინიშნა.