დამანგრეველ მიწისძვრას თურქეთში 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა,50 დაშავდა

 დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში – ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ირანის საზღვართან მომხდარ 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 50  დაშავდა. ექიმების ცნობით,8 დაშავებულის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

როგორც ცნობილი ხდება,  გარკვეულ სოფლებში ადამიანები ნანგრევებში რჩებიან.

სტიქიის ზონაში სამძებრო და სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მიწისძვრა თურქეთ-ირანის საზღვარზე გამთენიისას მოხდა. ბიძგები ვანის პროვინციასა და ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშიც იგრძნობოდა.

იმავე დღეს თურქეთში მეორე მიწისძვრაც მოხდა. 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები მანისას პროვინციაში დაფიქსირდა, თუმცა მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია.