რუსთავში, პოლიტიკური გაერთიანების “ლელო საქართველოსთვის” ორგანიზებით, დღეს, დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, ციხის ტერიტორია დასუფთავდა.
ღონისძიება პარტიის გარემოს დაცვის, ეკოლოგიისა და სოფლის მეურნეობის სამუშაო ჯგუფის ინიციატივით გაიმართა და მასში ჩართული იყვნენ “ლელო საქართველოსთვის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და ადგილობრივები.
როგორც განგვიცხადეს, პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” ეკოლოგიაზე ზრუნვას პრიორიტეტად მიიჩნევს და მსგავსი ღონისძიების გამართვას საქართველოს სხვა ქალაქებშიც გეგმავენ.










