დასუფთავების მოსაკრებლის გადახდა სწრაფი გადახდის აპარატებიდან გახდა შესაძლებელი

  რუსთავის მერიის ინიციატივით,  დასუფთავების მოსაკრებლის გადახდა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის გამარტივდა. მოსაკრებლის გადახდა, აბონენტის ნომრის მითითებით, შესაძლებელი გახდა ,,თიბისი ფეი’’-ს სწრაფი გადახდის აპარატებიდან და ,,თიბისი ფეი’’-ს ვებგვერდიდან (https://tbcpay.ge/).

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, აღნიშნული სერვისით სარგებლობა, ასევე შესაძლებელია ნებისმიერი ბანკითაც, სახაზინო კოდზე -300063189 აბონენტის ნომრის ან მისამართის მითითებით.

ამასთან, რუსთავის მერიის ცნობით, შეიცვალა ზედამხედველობის სამსახურის ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილების სატელეფონო ნომრები. ფიზიკური პირებისთვის საკონტაქტო ნომერია 0(341) 25 51 45, ხოლო იურიდიული პირებისთვის 0(341) 25 51 58.