ევროპაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტი დაფიქსირდა

საფრანგეთში, ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად დაღუპვის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

არსებული ინფორმაციით, საფრანგეთში 80 წლის ჩინელი ტურისტი დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები აქამდე იაპონიაში, ჰონგ-კონგსა და ფილიპინებში დაფიქსირდა.