ესპანეთში მიმდინარე საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მეორე შეხვედრა გამართა და გაიმარჯვა.
გიორგი ჩიტაურის გუნდი ხორვატიას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე 3:2 დაამარცხა. საქართველოს 17-წლამდე ნაკრების შემადგენლობიდან სამივე გოლი „საბურთალოს” ფეხბურთელებმა გაიტანეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ესპანეთის საერთაშორისო ოთხთა ტურნირის დასკვნით შეხვედრას 10 თებერვლს ნორვეგიის წინააღმდეგ გამართავს.