ე.წ. კეჩის ბაზრობაზე ხანძარია

Update: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით ხანხარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ე.წ. კეჩის ბაზრობაზე ხანძარი იყო.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე რვა სახანძრო-სამაშველი ჯგუფი მუშაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.