დაბა კაზრეთის ქუჩებში მიუსაფარი ცხოველებისთვის სახლები დაიდგა. „ვიზრუნოთ ოთხფეხა მეგობრებზე’’ -იდეის გარშემო დაბის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები გაერთიანდნენ.
მოსწავლეებმა პროექტი დაწერეს, რომელიც მიუსაფარი ცხოველების მოვლას გულისხმობს.
ევროპის ფონდის დაფინანსებით მოზარდებმა ფერადი სახლები და ფრინველებისთვის საკვები დაფები შეიძინეს.
პროექტის დამხმარე კოორდინატორის ინფორმაციით , აღნიშნული ინიციატივა სისტემატურ ხასიათს მიიღებს და მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვის თვალსაზრისით,მოსახლეობის ჩართულობას შეუწყობს ხელს.









