ვინ დაიკავებს ვიცე-მერის პოზიციას და ვინ მოიაზრება კიდევ ერთი მოადგილის თანამდებობაზე

TV4-ის  ინფორმაციით, მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდება. რუსთავის მერის პირველი მოადგილის თანამდებობას ბესიკ ტოგონიძე დაიკავებს. 

მერის მოადგილის პოზიციაზე დარჩება გოჩა ლორია და მასთან ერთად, ასევე, მოადგილედ დაინიშნება ირმა მესხი. 

ირმა მესხის თანამდებობა მერის მოადგილის პოზიციაზე რამდენიმე წლის განმავლობაში განიხილებოდა. აღსანიშნავია, რომ ის დავით ჯიქიას მერობის პერიოდში  ააიპ “რუსთავის კორპუსს” ხელმძღვანელობდა.