ზაქარია ქუცნაშვილი გარდაბნის თბოსადგურის  დირექტორის მოადგილედ დაინიშნა

ზაქარია ქუცნაშვილი გარდაბნის თბოელექტროსადგურის  დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. Tv4-ს  ინფორმაცია ზაქარია ქუცნაშვილმა დაუდასტურა. მისივე განცხადებით, საქმიანობას უკვე შეუდგა.

შეგახსენებთ, ზაქარია ქუცნაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვების გადაწყვეტილება 2019 წლის 21 ივნისს მას შემდეგ მიიღო, რაც მისი ორგანიზებით, მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომა თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით გაიხსნა.