ზვავის ჩამოწოლის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

ზვავის ჩამოწოლის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა თურქეთში ,ვანის პროვინციაში მოხდა.

უცხოური მედიის ცნობით, ამ დრომდე, თოვლის ქვეშ რჩება 15 ადამიანი. მაშველებმა 30 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

დაშავებულები ახლომდებარე სამედიცინო დაწესებულებეებში გადაიყავანეს. სამძებრო სამუშაოებში  300 მაშველი მონაწილეობს.