რუსთავის საფეხბურთო კლუბი “რუსთავი” მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ამხანაგურ მატჩებს განაგრძობს.
“რუსთავმა” გუშინ ზუგდიდის “დინამოსთან” საკუთარ მოედანზე შეხვედრა ანგარიშით 3:3 დაასრულა.
შემდეგ ამხანაგურ მატჩს 3 თებერვალს “რუსთავი” “სამტრედიასთან” გამართავს. შეხვედრა თბილისში ჩატარდება. “სამტრედიის” შემდეგ კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი “რუსთავსა” და თბილiსის “მერანს” შორის გაიმართება.