ზუგდიდის „დინამო“ : „რუსთავი“ – მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა

რუსთავის საფეხბურთო კლუბი “რუსთავი” მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ამხანაგურ მატჩებს განაგრძობს. 

“რუსთავმა” გუშინ ზუგდიდის “დინამოსთან” საკუთარ მოედანზე შეხვედრა  ანგარიშით  3:3 დაასრულა. 

შემდეგ ამხანაგურ მატჩს 3 თებერვალს “რუსთავი”   “სამტრედიასთან” გამართავს. შეხვედრა  თბილისში ჩატარდება. “სამტრედიის”  შემდეგ კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი “რუსთავსა” და თბილiსის “მერანს” შორის გაიმართება.