ფინანსთა მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, აღნიშნულ პოსტზე ზურაბ ძნელაშვილი დაინიშნა.
ამასთან, ფინანსთა მინისტრის ახალი მოადგილე რუსთაველია.
აღსანიშნავია,რომ ზურაბ ძნელაშვილს 2019 წლის 11 მარტიდან შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა, 2016-2018 წლებში საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი იყო, ხოლო 2013 წლიდან 2019 წლის მარტამდე ბიზნესომბუდსმენის მოადგილე გახლდათ.
2004-2013 წლებში შემოსავლების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.