თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე საწყობში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, საწყობში მუყაოს ყუთები და საბურავები იწვის. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანება იყო.
Update: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი ლოკალიზებულია და დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მისი სრული ლიკვიდირება მოხდება. სამსახურის ცნობით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება არსებობდა,თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეძლეს.
მათივე ცნობით, დამწვარია, 500 კვმ ფართობი. ადგილზე 12 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს.