თბილისში მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, ისანში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, სავარაუდოდ, კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობელმა მეზობელი დაჭრა.

არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცს ცივი იარაღით ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. ის ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდიანარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.