კამერუნში თავდასხმას 22 ადამიანი,მათ შორის 14 ბავშვი, ემსხვერპლა

 კამერუნის ერთ-ერთ სოფელზე  თავდასხმას 22 ადამიანის სიცოცხლე  ემსხვერპლა. გაეროს ინფორმაციის თანახმად,  დაღუპულთა უმრავლესობა ბავშვია. დაღუპულია 14 ბავშვი.

უცხოური მედიის ცნობით, მსხვერპლების ნაწილი თავდამსხმელებმა ცოცხლად დაწვეს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია. ოპოზიცია თავდასხმაში ქვეყნის სამთავრობო არმიას ადანაშაულებს.

კამერუნში სახელისუფლებო და სეპარატისტულ ჯგუფებს შორის კონფლიქტს ბოლო 3 წელიწადში 3 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.