კენიაში, სკოლაში ჭყლეტას 14 ბავშვი ემსხვერპლა

დასავლეთ კენიაში, კაკამეგას სკოლაში, ჭყლეტას 14 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა და 40-მდე მოსწავლე დაშავდა.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ რამ გამოიწვია ჭყლეტა. დაუდასტურებული ინფორმაციით, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, ბავშვები კიბისკენ გაემართნენ და ჩაინგრა.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.