სავარაუდოდ, ვირუსული ინფექციით, ხუთი თვის ორსული გარდაიცვალა. შემთხვევა ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტი ონიდან ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით ამბროლაურის საავადმყოფოში მიიყვანეს, საიდანაც კატასტროფის ჯგუფმა ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, გართულებული რესპირატორული ინფექციის გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევა 8 თებერვალს მოხდა.